საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში

14 ივნისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სტერეოტიპები და მითები დასავლეთის შესახებ. მასწავლებლები დაინტერესდნენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითებით. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა სკოლის როლზე, კერძოდ თუ როგორ შეიძლება განუვითარონ მასწავლებლებმა მედიაწიგნიერების უნარი და ებრძოლონ დეზინფორმაციას.

 

შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაშიში ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დასავლური ინსტიტუტებიდან მიღებულ დახამრებასა და მხარდაჭერაზე.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

14-06-2019