საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ფოთში პროექტის „გზა ევროპისკენ“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით შპს „გიმნაზიაში“ პროექტის „გზა ევროპისკენ“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. "გიმნაზია" "ევროპის დღეები 2019-ის" ფარგლებში ფოთში ჩატარებული კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილეა.

პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები პოლონეთის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და პოლონეთთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ. მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ განვითარდა პოლონეთის ეკონომიკა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. მათ, ასევე, ჩაატარეს გამოკითხვა ადგილობრივ მოსახლეობაში ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული მითების შესახებ და თავიანთ მოხსენებებში გააბათილეს არსებული არასწორი შეხედულებები.


პრეზენტაციაზე „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა და სკოლას, ღონისძიების მონაწილეებსა და ხელმძღვანელს პროექტის "გზა ევროპისკენ" განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის პედაგოგებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებებიც.

 

13-06-2019