საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ზვარეში

13 ივნისს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს ორგანიზებით ქედაში სოფელ ზვარეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე სალომე აბულაძემ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე, იმ მიღწევებზე რასაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიაღწია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში არსებულ მითებსა და პროპაგანდას, რომელიც ხელს უწყობს ამ მითების არსებობას. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე, შეხვედრის ბოლოს დაურიგდათ თემატური საინფორმაციო მასალები.

 

შეხვედრას სოფელ ზვარეს ადგილობრივ მოსახლეობა და ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია .

13-06-2019