საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჭიორას მოსახლეობასთან

17 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორას საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო საქართველოს ურთიერთობას და სამომავლო პერსპექტივებს.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

17-06-2019