საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ცხენთაროში

18 ივნისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე, ასოცირების სხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები იმ მითებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხებოდა.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

18-06-2019