საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ როდინაურში

18 ივნისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაურში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები ENPARD-ის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული და განვითარებული სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ როდინაურში რძის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრი მართავს.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების მათ თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

18-06-2019