საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჩანჩხალოში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სოფელ ჩანჩხალოში ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ცენტრის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ შეხვედრაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასოცირების ძირითად საკითხებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, უვიზო მიმოსვლასა და ამ მხრივ არსებულ რეგულაციებზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს დაურიგდათ თემატური საინფორმაციო მასალები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

18-06-2019