საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

სსიპ „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა 17 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე განხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განვლილი ეტაპები, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და ის მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS+ მათთვის გახსნილ უამრავ შესაძლებლობაზე, გაიგეს უფრო მეტი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა ENPARD-ის შესახებ. დისკუსიაზე დასახელდა ის მითებიც, რომლებიც აქტიურად ვრცელდება საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით.

 

ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და მეთოდებზე. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლას და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილი შესაძლებლობა არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება ჭირდება.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან ისაუბრა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

 

19-06-2019