საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჟახუნდერში

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრა ჟახუნდერის თემში გამგებლის წარმომადგენლის ავთანდილ ონიანთან აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით შედგა.

საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო საქართველოს ურთიერთობას და სამომავლო პერსპექტივებს.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

19-06-2019