საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სკოლა "პროგრესში" ნატო-ევროკავშირის თემაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს

ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" ადმინისტრაციის ინიციატივითა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ჩართულობით ნატო-ევროკავშირის თემაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს. აქტივობაში მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ათი დღის მანძილზე პედაგოგების დახმარებით მუშაობდნენ პრეზენტაციების მომზადებაზე, რომელიც ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებსა და ისტორიას შეეხებოდა.


კონკურსში მონაწილეობდა 10 მოსწავლე, საიდანაც 3 საუკეთესო შეირჩა. 20 ივნისს, ათივე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელსაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ხოლო კონკურსის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები.

20-06-2019