საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

20 ივნისს, სსიპ „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა საინფორმაციო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამით  ERASMUS + მათთვის გახსნილ უამრავ შესაძლებლობაზე, ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა  ENPARD -ის შესახებ  და დაინტერესდნენ  ისეთი საკითხებით, როგორიცაა: გამოწვევები ევროინტეგრაციის პროცესში და კონკრეტული  მიღწევები ამ გზაზე.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა  საქართველოს მიერ  განხორციელებული რეფორმები  და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და ის მიმართულებები,  რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გურანდა შამილიშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო განათლების  საკითხებში სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე და საინფორმაციო ცენტრის პროექტებში მათი ჩართულობის გააქტიურებაზე. გაიმართა  დისკუსია და დასახელდა ის მითებიც, რომლებიც აქტიურად ვრცელდება საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და მეთოდებზე. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლას და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილი შესაძლებლობა არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება ჭირდება.  

20-06-2019