საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვერდა ახალდაბაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვერდა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები, ევროინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა.

 

ცენტრის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ყველა იმ სიკითეზე, რასაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იღებს საქართველო.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი იმ პროექტებზე რომლებსაც ევროკავშირი აფინანსებს, ასევე, ისაუბრეს იმ შესაძლო პრობლემებზე რომლებიც ევროკავშირის დახმარებით შეიძლება გადაიჭრას.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

20-06-2019