საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო კუთხის გახსნა ახალდაბის საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროსა და ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

 

საინფორმაციო კუთხეში განთავსდა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ბროშურები და ლიტერატურა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე. ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორმა გამოთქვა სურვილი მომავალში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, რითაც ხელს შევუწყობთ სკოლაში დარჩენილი მოსწავლეებისთვის ევროინტეგრაციის საკითხების უკეთ გაცნობას.

20-06-2019