საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში

24 ივნისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებასა და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერ პროგრამებს.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართულ დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დასავლური ინსტიტუტებიდან მიღებული დახამრებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-06-2019