საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი სერჟანტებისთვის: „ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ყოველწლიური სემინარი "ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ ჩატარდა. 

სერჟანტთა აკადემიის მსმენელები ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. სერჟანტები დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს.

სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეცხრედ ხორციელდება. სემინარის ფარგლებში, სერჟანტთა აკადემიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა, რომლის მოწყობა თავდაცვის ძალებში ევროკავშირისა და ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

20-06-2019