საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ყინჩაურში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლობის ორგანიზებით საინფორმაციო ხულოში, სოფელ ყინჩაურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ისაუბრა ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად საკითხებზე: ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და ამ შეთანხმების დადებით ასპექტებზე, ასევე, ამ მიმართულებით აღებულ ვალდებულებებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსა და სარგებელს, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს დაურიგდათ თემატური ბეჭდური საინფორმაციო მასალა.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

25-06-2019