საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ წყავროკაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში, 25 ივნისს, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აჭარაში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა სოფ. წყავროკას საჯარო სკოლის პედაგოგებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა და მათ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


მსმენელები დაინტერესდნენ ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.

 

შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე, ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი - სოციალური ქსელებით ვრცელდება. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სიკეთეებს, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და მათ პრევენციას. წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ მსგავსი ტიპის შეხვედრების სისტემატურად ჩატარების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირთან დაახლოების შედეგად გახსნილ შესაძლებლობებებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს, ირმა გაბინაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა და მსმენელებს  საინფორმაციო ბეჭდური მასალები გადასცა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

25-06-2019