საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ლექსურას თემთან

14 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ლექსურას თემის წარმომადგენლებთან დაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ანზორ ბენდელიანთან აქტიური თანამშრომლობით შედგა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

 

შეხვედრის მონაწილე საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა ფრიდონ ტვილდიანმა ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

14-06-2019