საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში

25 ივნისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ყალბი ინფორმაციის და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებზე, რომლებითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციის გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

25-06-2019