საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის სასწავლო ცენტრში

26 ივნისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის სასწავლო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას გუმბათისა და მისი მიმდებარე სოფლების - ავრანლოს, განთიადის, არწივანისა და ხანდოს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებლები ესწრებოდნენ.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებზე და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე. დისკუსიის ფორმატში მსმენელებმა იმსჯელეს პროპაგანდასთან გამკლავების გზებზე, საშუალებებსა და სკოლის როლზე.

 

შეხვედრის დასასრულს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კონკურსის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ციცინო გობაძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ესტონეთში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

26-06-2019