საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა

27 ივნისს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც Nova Societas-ს მკვლევარები უძღვებოდნენ. საჯარო ლექციას სკოლის
პედაგოგები, ლექტორ-მასწავლებლები, ბიბლიოთეკარები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


აღსანისნავია, რომ ორგანიზაცია 2018 წლის ზაფხულიდან იკვლევს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი. მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედის დოკუმენტების (ძირითადად პრესის) დამუშავებამ და შესწავლამ კიდევ ერთხელ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი სულისკვეთებითა და ბუნებით იყო ევროპული სახელმწიფო. დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების
ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო. სხვა სიტყვებით, დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან.

 

Nova Societas-მა მოამზადა ლექციების ციკლი, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ მეოცე საუკუნეს. ლექციებს წაიკითხავენ: პროფესორი ემზარ ჯგერენაია (ილიაუნი),
ირაკლი ირემაძე (დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, ისტორიკოსი) და გიორგი კეკელიძე (მწერალი, პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი).

 

ლექციათა ციკლის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

27-06-2019