საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში

27 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ლევან არჩვაძესთან აქტიური თანამშრომლობით შედგა.

 

სოფელ ღარის მოსახლეობასა და ადგილობრივი სათემო ჯგუფის ,,ქალები უკეთესი მომავლისათვის“ და ,,ციცინათელა“ წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩრთულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

27-06-2019