საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მოსახლეობასთან

27 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ემზარ გიორგაშვილთან აქტიური თანამშრომლობით შედგა.

 

შეხვედრას ესწრებოდა პროექტი ,,მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილე სოფელ გლოლადან, ლელა ზაქარაია.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე და ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის პირად გამოცდილებაზე. შეხვედრის ბოლოს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

27-06-2019