საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში

25 ივნისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა ესწრებოდა, რომელმაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

 

25-06-2019