საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის მოსახლეობასთან

18 ივნისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის პირველ საჯარო სკოლაში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ასოცირების ხელშეკრულებასა და მისი შემადგენელი ნაწილის DCFTA-ს შესაძლებლობებს, ევროკავშირისა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებს, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ევროკავშირის პროექტების შესახებ ინფორმაცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. მათ მოსახლეობისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად გახსნილ შესაძლებლობებებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩრთულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

18-06-2019