საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრამ სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში

24 ივნისს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ანა ცანავამ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირისა და ნატოს შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებს და რეალობას. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის პროექტის - „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ - საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 10 საუკეთესო პროექტიდან ერთ-ერთის ავტორი და გამარჯვებული სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი ნათია დავითაია დაესწრო, რომელმაც პროექტისგან მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

 

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. მერიასა და მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებებიც.

24-06-2019