საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს მოსახლეობასთან

19 ივნისს, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ანა ცანავამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას და DCFTA-ს შესაძლებლობებს, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

19-06-2019