საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარის ბიუროს აქტივისტებთან და მოხალისეებთან

30 ივნისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოწვეულმა ექსპერტმა ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

 

მსმენელებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ნატო-ს წინაშე მდგარ გამოწვევებს, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას და მიეღოთ საინტერესო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის სამეზობლო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური კონტექსტების შესახებ; დაესვათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ახალგაზრდებმა, აგრეთვე, მოისმინეს მნიშვნელოვანი სიახლეები, ფაქტები და გზავნილები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებითაც.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბათუმის ამერიკული კუთხის აქტივისტები, მოხალისეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

30-06-2019