საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა

28 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც Nova Societas-ს მკვლევარები უძღვებოდნენ. საჯარო ლექციას სკოლის პედაგოგები, ბიბლიოთეკარები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ლექციათა ციკლის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია 2018 წლის ზაფხულიდან იკვლევს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი. მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედის დოკუმენტების (ძირითადად პრესის) დამუშავებამ და შესწავლამ კიდევ ერთხელ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი სულისკვეთებითა და ბუნებით იყო ევროპული სახელმწიფო. დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების
ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო. სხვა სიტყვებით, დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან.

 

Nova Societas-მა მოამზადა ლექციების ციკლი, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ მეოცე საუკუნეს. ზუგდიდში ლექციები წაიკითხეს პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ (ილიაუნი), ირაკლი ირემაძემ (დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, ისტორიკოსი) და გიორგი კეკელიძემ (მწერალი, პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი).

 

28-06-2019