საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ გორგაძეებში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი 1 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ადგილობრივ მოსახლეობას და პედაგოგებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, მიღწევებს და გამოწვევებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოს თითოეული მოქალაქე და მათგან მიღებული სარგებელი თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და პერსპექტივები, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები და განხორციელებული სიახლეები, ისაუბრა პროგრამა ENPARD და ERASMUS-ის სიკეთეებზე. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება.

შეხვედრაში ჩაერთო მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის IOM წარმომადგენელი აჭარაში ნანა პაპიაშვილი, საუბარი შეეხო უკანონო მიგრაციის საკითხებს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გამოვლენილ პრეცენდენტებს და დარღვევების პრევენციას. შეხვედრას გორგაძეების საჯარო სკოლის დირექტორი მინდია მახარაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

01-07-2019