საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში

2 ივლისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბაგა ბაღის აღსაზრდელები, პედაგოგები და სოფლის მოსახლეობა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. მათ მიიღეს ინფორმაცია ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებზე, რომლებითაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ინფორმაციის გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა .საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა სკოლის როლზე, კერძოდ თუ როგორ შეიძლება განუვითარონ მასწავლებლებმა მედიაწიგნიერების უნარი და ებრძოლონ დეზინფორმაციას.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დასავლური ინსტიტუტებიდან მიღებულ დახმარებასა და მხარდაჭერაზე.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

02-07-2019