საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში

30 ივნისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში PITA-ს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გამართა; საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ადგილობრივ ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა;

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩრთულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია

30-06-2019