საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ასპინძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში

18 ივნისს ასპინძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

ასპინძის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი და საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი - ირაკლი მენაღარიშვილი წარუძღვნენ.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩრთულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

18-06-2019