საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში

20 ივნისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხები და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩრთულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

20-06-2019