საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ააპარატის სამცხე-ჯავახეთის ოფისში

25 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის ააპარატის სამცხე-ჯავახეთის ოფისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია SKYE Perfection-ის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა და ვიქტორინა გამართა.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და მისი განუყოფელი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება; შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ვიქტორინათი დასრულდა. ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

25-06-2019