საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელი ტურცხის საზაფხულო სკოლა

24 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელი ტურცხის საზაფხულო სკოლას ეწვია.

 

სოფელ ტურცხის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩრთულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

24-06-2019