30 ივნისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროსა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქალაქ ნინოწმინდაში საინფორმაციო აქცია გაიმართა.
ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ადგილობრივ მოსახლეობას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე სომხურენოვანი საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.