საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ქედაში, სოფელ დოლოგანში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქედაში, სოფელ დოლოგანში ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა ევროინტეგრაციის პროცესში არსებული მიღწევები; ასოცირების შეთანხმება და მისი მნიშვნელობა; ამ მხრივ არსებული მიღწევები და სარგებელი რომელიც ასოცირების ფარგლებში საქართველომ მიიღო; უვიზო მიმოსვლის ძირითადი საკითხები; გამოწვევები და დადებითი ასპექტები. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია .

03-07-2019