საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში

3 ივლისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან, მერიის და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე და ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. ხოლო პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა ანა სანიკიძემ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები ENPARD-ის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული და განვითარებული სოფლის მეურნების დარგების შესახებ. ასევე, აღინიშნა რომ მცირე მიწიანობის გამო ჭიათურაში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება ვერ ხერხდება.
შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი

 

საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

03-07-2019