საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

3 ივლისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეც ესწრებოდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასა და ნატოსთან დაახლოების სტრატეგიაზე ისაუბრა. მოწვეულმა ექსპერტმა ანა სანიკიძემ ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები ENPARD-ის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული და განვითარებული სოფლის მეურნების დარგების შესახებ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების მათ თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

03-07-2019