საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში

5 ივლისს, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიგრაციასა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა. ხოლო საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ნატოსთან დაახლოების საკითხიც განიხილეს, მოსახლეობას ქონდა კითხვები, რომელიც ნატოში გაწევრიანების საკითხს ეხებოდა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების მათ თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

05-07-2019