საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის ბარეთის თემის მრავალეთნიკურ მოსახლეობათან

3 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის ბარეთის თემის მრავალეთნიკურ მოსახლეობათან საინფრომაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი უძღვებოდა.

მოსახლეობასთან პირისპირ დიალოგის რეჟიმში ყურადღება გამახვილდა საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. აღინიშნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკა, განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების მნიშვნელობა.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება სასოფლო თემში, რომელიც მრავალეთნიკურობით გამოირჩევა. ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო-ბეჭდური მასალები (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენაზე შედგენილი) გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

 

03-07-2019