საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში

4 ივლისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მცირე ფერმერები, პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერ პროგრამებს. ფერმერები დაინტერესდნენ EMPAКD - ის პროგრამებითა და პროექტებით. მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის მასშტაბით დაფინანსებული პროექტების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დასავლური ინსტიტუტებიდან მიღებულ დახამრებასა და მხარდაჭერაზე.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

04-07-2019