საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის ბიურო მაღალმთიან აჭარაში ქედის ღვინის ფესტივალში ჩაერთო

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურომ ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ ღვინის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ფესტივალზე საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო კუთხე წარმოადგინა. ღვინის ფესტივალი ქედის მერიის ინიციატივით გაიმართა.

ფესტივალში ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები, მათ შორის, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული მეღვინეები და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მონაწილეობდნენ. დაინტერესებული პირები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას და მიიღეს თემატური ბეჭდური მასალები, საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები.

 

ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები ესწრებოდნენ.

07-07-2019