საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ მაღლაკში ადგილობრივ მოსახლეობასთან

9 ივლისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასა და ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები უვიზო მიმოსვლაზე და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.


შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

09-07-2019