საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ საზანოში ადგილობრივ მოსახლეობასთან

10 ივლისს, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული გელა რობაქიძე ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თიკო ენდელაძემ მიგრაციასა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ნატოსთან დაახლოების საკითხიც განიხილეს, მოსახლეობა ნატოში გაწევრიანების საკითხებით დაინტერესდა.

შეხვედრის დასრულების მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

10-07-2019