საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ გორდში ადგილობრივ მოსახლეობასთან

11 ივლისს, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თემის რწმუნებული ესწრებოდა, რომელიც ჩართული იყო შეხვედრის ორგანიზებაში.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ნატოსთან დაახლოების საკითხიც განიხილეს, მოსახლეობას ქონდა კითხვები, რომელიც ნატოში გაწევრიანების საკითხს ეხებოდა. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პიარაქცია გორდის დადიანების პარკში გაიმართა, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას უვიზო მიმოსვლის შესახებ ემსახურებოდა. აქციაში ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

11-07-2019