საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შეხვედრა ბათუმელ ახალგაზრდებთან

10 ივლისს,  პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“  წარმომადგნელები  სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  აჭარის    რეგიონულ ბიუროში  ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.  საინფორმაციო შეხვედრა- სემინარი  აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიებების ფარგლებში, #EU4Business-ის თემატიკაზე ჩატარდა.  ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მოქმედი და დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაეცნენ ამ პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებსა და   მათი გამოყენების ეფექტიან ინსტრუმენტებს.

 

პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ წარმომადგენელმა ნინო ტურიაშვილმა და ტრენერმა გიორგი აგირბაიამ  მსმენელებს სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული მეთოდოლოგია წარუდგინეს.  ტრენინგის ინტერაქციულ რეჟიმში  აქტიურად  ჩაერთვნენ  საინფორმაციო   ცენტრის აჭარის ბიუროს  წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და  ადგილობრივი მოხალისეები.

10-07-2019