საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრში ტრენინგი „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანატომია“ ჩატარდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ცენტრის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ბიუროების წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანატომია“. 

 

ტრენინგზე ძირითადად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კვლევის მნიშვნელობა და მისი გამოყენება პოლიტიკის შემუშაოვების პროცესში, კვლევის თვისებრივი და რაოედნობრივი მეთოდები, როგორ ტარდება საზოგადოებრივი აზრის მასობრივი გამოკითხვა, კითხვარის შემუშავების პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით ჩატარებული კვლევების სიღრმისეულ ანალიზს და კვლევითი ექსპერიმენტის პრეზენტაციას.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ორი დღის მანძილზე NDI-ს ტრენერებისგან მოისმინეს დეტალური ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ საზოგადოების პოზიტიურ და ნეგატიურ განწყობებზე, არსებულ მითებსა და მოლოდინებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, საზოგადოების ინფორმირების პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მორგებული საზოგადოების საჭიროებებზე და სისტემატურად შეეძლოთ მოსახლეობის განწყობებზე თვალის მიდევნება.

 

ღონისძიება დიდი ბრიტანეთის UK აიდ-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

17-07-2019