საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა

29-30 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზეარა უგვიანეს 25 ივლისის 18:00 საათისა .

 

პროექტში მონაწილეობა უფასოა

 

საზაფხულო სკოლის მიზანი:

  • სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე;
  • სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;

 

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  • საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;
  • ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ბრძოლის მეთოდები;

 

NATO

  • ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია
  • NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები;
  • საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში;

 

EU

  • ევროკავშირის ისტორია
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია;

 

 

საზაფხულო სკოლის განმავლობაში, მსმენელები შეხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს. მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • დაინტერსებული კანდიდატი უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების, იურიდიული, ჰუმანიტარული და ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.
  • მათი მომავალი/ახალანდელი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.

* ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

განაცხადების მიხედვით შეირჩევა 25 მონაწილე.

ლექციები ჩატარდება 29-30 ივლისს;

საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

მისამართი: შ. დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი, თბილისი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ:  infocenter@mfa.gov.ge 

 

19-07-2019